საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მეორედ მიიღოს უარი კანდიდატის სტატუსზე - პრეზიდენტი

18.01.23 12:07
საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მეორედ მიიღოს უარი კანდიდატის სტატუსზე - პრეზიდენტი

საქართველო არაა იდეალური, თუმცა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე მეორე უარი დიდი იმედგაცრუება იქნება - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა Oxford Union-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

მე ერთ-ერთი ვარ, ვინც აკრიტიკებს ქვეყნის შიგნით რეფორმების ნაკლებობას, და ასევე კრიტიკული, როდესაც ქვეყანა არ მიიწევს წინ იმ მიმართულებით, საითკენაც უნდა მიდიოდეს. აშკარაა, რომ ჩვენ არ ვართ იდეალურები, თუმცა ვფიქრობ, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მეორედ მიიღოს უარი კანდიდატის სტატუსზე და ჩვენ კანდიდატის სტატუსი , რაც შეიძლება მალე უნდა მივიღოთ, რადგან ეს არის სტრატეგიული გზავნილი რუსეთისთვის, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი სიახლეები