სამხრეთ კავკასიაში მეტი ევროპაა საჭირო - გაბრიელიუს ლანდსბერგისი

04.05.21 10:50
სამხრეთ კავკასიაში მეტი ევროპაა საჭირო - გაბრიელიუს ლანდსბერგისი

სამხრეთ კავკასიაში მეტი ევროპაა საჭირო, - ასე აფასებს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს. ლანდსბერგისი რეგიონში არსებულ პრობლემებზე  საუბრობს და ამბობს, რომ აშშ-ს უკან დახევა და ევროპის სიფრთხილე სამხრეთ კავკასიაში  რუსეთის სამხედრო პრეტენზიის ზრდას უწყობს ხელს. 

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი სამხრეთ კავკასიაში ევროპის ჩართულობის აუცილებლობას ხედავს და ამბობს, რომ თუ ევროპა არ დაბრუნდა აღნიშნულ რეგიონში, დასაბრუნებელიც აღარ იქნება. 

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს სხვადასხვა პრობლემები აქვთ, ერთი მსგავსი ფენომენით – რუსეთის გავლენა ყველგან იზრდება. სომხეთში აზერბაიჯანისგან დასაცავად რუსი ჯარისკაცები დგანან. ისე, რომ გაუგებარია, საფრთხე არსებობს თუ არა აზერბაიჯანისგან, რუსეთს დამატებითი ძალები შეჰყავს. ეს საშინელებაა და 1940-იან წლებს მაგონებს ლიტვაში. აზერბაიჯანს 44-დღიანი ომის შემდეგ საკუთარ ტერიტორიაზე "მშვიდობისმყოფელები" ჰყავს. დასავლეთი საკმარის გავლენას ვერ ახდენს, რუსეთის გავლენა მუდმივად იზრდება. საქართველოს გამოწვევები უფრო ნაცნობია. 2008 წლიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე   ახალი ჯარისკაცები ჩნდებიან და ახალ ბაზებს აშენებენ. მთელ რეგიონს თუ დავაკვირდებით, ჩანს რომ რუსეთი ყველგან "კალინინგრადს" ქმნის, მკაცრად გასამხედროებულ ტერიტორიებს, რომელთა დახმარებითაც საფრთხეს შეუქმნის ამ ქვეყნებს. სამივე ქვეყანაში თანხმდებიან, რომ აშშ-ს უკან დახევა, ევროკავშირის სიფრთხილე და რუსეთის სამხედრო პრეტენზიის ზრდა რუკის ახალი გადანაწილების საფრთხეს ქმნის. სწორედ ამიტომ, სამხრეთ კავკასიაში მეტი ევროპაა საჭირო. ჰუმანიტარული დახმარება, რეფორმებისთვის ხელის შეწყობა, არჩევნების მონიტორინგი, ნადირობა – როგორც ეს საქართველოში მოხდა. ევროპა რბილი ძალაა და სწორედ ეს სჭირდება სამხრეთ კავკასიას. ამერიკამ განაცხადა, რომ ის დაბრუნდა. ევროპა უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობამ დაიწყო 10 წლის წინ. თუ ჩვენ ვერ ვიპოვით დასაბრუნებელ გზას, შეიძლება, აღარ იყოს დასაბრუნებელი ადგილიც. 

P.S. თუ სწორად ვითვლი, 35 შეხვედრა მქონდა, რამდენიმე ინტერვიუ, სამჯერ სირბილი და 5 PCR ტესტი. ახლა ყველაფერს ვალაგებ და ოდნავ ფეხზე ვერ ვდგავარ, მაგრამ თუ დამჭირდა, ხვალვე შემიძლია ჩემოდნის ჩალაგება და უკან დაბრუნება"- ამბობს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მსგავსი სიახლეები