"პარტიის ჭორიკანა თავმჯდომარე" - ხაბეიშვილი მელიაზე
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიას ბრალდებებს ჭორაობას უწოდებს. ხაბეიშვილი ირწმუნება, რომ პარტიის თვამდჯომარეობისთვის დამოუკიდებლად იბრძვის და მერაბიშვილ-კეზერაშვილის დავალება არ მიუღია. ამასთან, ოპოზიციის წევრი ვერც იმას უარყოფს, რომ შს ექსმინისტრი მისი მხარდამჭერია.
ის უკვე აღარ არის პარტიის თავმდჯომარე. ის საკუთარ თავს აცხადებს მხოლოდ თავმდჯომარედ, თორემ აღარანაირი კონტაქტი, აღარანაირი კომუნიკაცია არავისთან არ აქვს, პარტიასთან გაწყვეტილი აქვს აბსოლუტურად ურთიერთობა ამომრჩეველთან. მე გადაწყვეტილება ვისთან ერთადაც მივიღე, გითხარით. ეს არის პეტრე ცისკარიშვილი, დავით კირკიტაძე, გიორგი ბოტკოველი, დავით ჯანაშია. რაც შეეხება მხარდაჭერას, მერაბიშვილი იქნება, ლევან ვაშალომიძე იქნება, ძალიან კარგია. მაგალითად, საჯაროდ ფეისბუქზე აზიარებს ჩემს პოსტებს და როგორც ჩანს, თუ ვინმესთან მიუწვდება ხმა, ის ცდილობს, რომ მე დამიჭიროს მხარი. ამაში არანორმალური არაფერია. ვიქნები ძალიან ცუდი ადამიანი, ეს რომ ნეგატიურ კონტექსტში ვთქვა, რომ, ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავაა ცართული, მაგალითად, ნიკა მელიას საარჩევნო კამპანიაში. მე არ ვიცი ჭორაობა, არგუმენტების, ფაქტების გარეშე საუბარი არ მიყვარს, ჰკითხეთ ჭორიკანა, ჯერ კიდევ პარტიის თავმჯდომარეს, - თქვა ხაბეიშვილმა.
ნიკა მელია ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" ალაპარაკდა. ენმ-ს თავმდჯომარემ ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი პარტიის არაფორმალურ მართვაში და მის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა.