მერაბიშვილი პარტიაში გავლენების მოპოვებას ცდილობს - ბაჩო დოლიძე

18.01.23 13:11
მერაბიშვილი პარტიაში გავლენების მოპოვებას ცდილობს - ბაჩო დოლიძე

ნიკა მელიას თანამოაზრე ბაჩო დოლიძე პირდაპირ ამბობს, რომ ყოფილი შს ექსმინისტრი ვანო მერაბიშვილი პარტიაში გავლენების მოპოვებას ცდილობს. ოპოზიციის წევრის თქმით, მთავარ სათქმელს 29 იანვარს ენმ-ს ამომრჩეველი იტყვის. 

ჩვენი მთავარი სამიზნე არის იმ ოლიგარქიულ რეჟიმთან ბრძოლა, რომელიც, სამწუხაროდ, ქვეყანაშია. ამავდროულად, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ მხოლოდ და მხოლოდ გავლენების მოპოვებაზე პარტიაში. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის ვანო მერაბიშვილი. ძალიან არ მიხარია, ამაზე რომ ვსაუბრობს, მაგრამ ეს არის შემდგარი ფაქტი. ასე რომ, ამ თვალსაზრისით თავის მთავარ სათქმელს იტყვის „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი, რომელიც 28-29 იანვარს, მაშინ, როდესაც იქნება არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი, დააფიქსირებს თავის პოზიციას, - თქვა დოლიძემ. 

ნიკა მელია ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" ალაპარაკდა. ენმ-ს თავმდჯომარემ ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი პარტიის არაფორმალურ მართვაში და მის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა.   

მსგავსი სიახლეები