ბიჭო, მერაბიშვილი რომ არ უნდოდა საზოგადოებას, იმიტომ გააგდეს პანჩურით - ზარქუა ხაბეიშვილს

18.01.23 13:21
ბიჭო, მერაბიშვილი რომ არ უნდოდა საზოგადოებას, იმიტომ გააგდეს პანჩურით - ზარქუა ხაბეიშვილს

ენმ-ში მიმდნარე პროცესებს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. სახელისუფლებო გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში  კეზერაშვილის ფულისთვის იბრძვიან.

ზარქუა ასევე, ხაბეიშვილს ახსენებს, რომ შს ექსმინისტრის გვერდში დგომა საამაყო არ არის, რადგან მერაბიშვილი 2012 წელს საზოგადოებამ "პანჩურით" გააგდო.

აქ არის კეზერაშვილის ფულისთვის ბრძოლა, იმიტომ, რომ იმ ვაჟბატონმა იქიდან შემოუთვალა, ვინც ჩემს დაკრულზე იცეკვებს, იმას დავაფინანსებ. მელიამ, ეტყობა, რაღაც სხვა მიმდინარეობა აირჩია ცეკვის და არ დათანხმდა და ახლა ხაბე დათანხმდა, ხაბე ჯიგარია. მელიას რომ ვუსმენდი, სიმართლე გითხრათ, შემეცოდა ეს ადამიანი, რა დღეში ჰყოლიათ ნაცებს. ახალი თაობა, ხაბეს ვეძახი ახალ თაობას, თურმე ეყრდნობა ვის? მერაბიშვილს და ამით ამაყობს. ბიჭო, მერაბიშვილი რომ არ უნდოდა საზოგადოებას იმ „ორი გვამის“ გამო, იმ რეკეტის გამო ბიზნესის, იმ ახალგაზრდების ჩაცხრილვის გამო. ხერხემალი იყო, ამას უწოდებდნენ, ხომ? იმ რეჟიმის ერთ-ერთი შემადგენელი იყო, ამიტომ გააგდო პანჩურით 2012 წელს ქართულმა საზოგადოებამ. მე მგონია, რომ მელია აყირავებულია და ხაბე გვყავს დე ფაქტო და დე იური და გაფორმდება 28-ში და მე მივულოცავ მას მერე, მომეცემა საშუალება ალბათ, - თქვა ზარქუამ.

ნიკა მელია ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" ალაპარაკდა. ენმ-ს თავმდჯომარემ ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი პარტიის არაფორმალურ მართვაში და მის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა. 

მსგავსი სიახლეები