არჩევნების შემდეგაც ენმ-ს არსებობა შეუძლებელია - გივი მიქანაძე
"ქართული ოცნების" წევრი გივი მიქანაძე დარწმუნებულია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შიდა არჩევნები შემდეგაც ვეღარ იარსებებს. მმართველი გუნდის წევრის თქმით, პარტიაში ერთმანეთის დასაზიანებლად ყველა ბინძურ მეთოდს იყენებენ.
შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ყველა მეთოდებს იყენებენ, იმ ბინძური მეთოდების ჩათვლით, რაც მათი ხელისუფლებისთვის ჩვეული იყო, იმისთვის, რომ ერთმანეთი დააზიანონ და როგორღაც შიდა პარტიული გავლენები მოიპოვონ, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, რომ არჩევნების შემდეგაც ამ პარტიის არსებობა შეუძლებელია, იმიტომ, რომ ისეთ ღრმა კრიზისში არიან შესული, რომ ვინც არ უნდა აირჩიონ პარტიის თავმჯდომარედ, მისდამი სხვა დაჯგუფებების მორჩილება, ვერ იქნება, - თქვა მიქანაძემ.
ნიკა მელია ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" ალაპარაკდა. ენმ-ს თავმდჯომარემ ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი პარტიის არაფორმალურ მართვაში და მის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა.