დონაძე ლიფტების გაუმართაობაზე პასუხისმგებლობა კალაძეს აკისრებს
ვაზიუბანში დატრიალებულ ტრაგედიაზე მერია პასუხიმგებლობას იხსნის. ლიფტის გაუმართაობის გამო რომლსაც ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სიცოცხლე ემსხვერპლა, კახი კალაძე პასუხიმგებლობას ამხანაგებობს აკსირებს.
,,ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ბესო დონაძე კი ამბობს, რომ მომხდარი ტრაგედია მთლიანად მერიის პასუხისმგებლობაა.
დონაძის თქმით, კალაძე კარგი მენეჯერი არ არის და მისი დანიშნული თანამშრომლები პროგრამის გამართულ მუშაობას ვერ უზრუნველყოფენ
ამ პროგრამამ რომ კარგად იმუშაოს, ამას სჭირდება გამართული მენეჯმენტი. კალაძე არ არის კარგი მენეჯერი, შესაბამისად მის მიერ ორგანიზებული და მის მიერ დანიშნული თანამშრომლები ვერ უზრუნველყოფენ პროგრამის გამართულ მუშაობას. გამგეობა ვალდებულია, მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს ამხანაგობის თავმჯდომარეებთან, ამოიღონ ინფორმაცია ამ ადამიანებისგან, რომელი იფტების რეაბილიტაცია არის საჭირო და თანხები, რომლებიც ბიუჯეტში არის ჩასმული მოხმარდეს თბილისელების კეთილდღეობას“, - ამბობს ბესო დონაძე.