თავისუფლება ევროკავშირის გირაოს სანაცვლოდ - ნიკა მელიას გადაწყვეტილება დღეს გასაჯაროვდება
დატოვებს თუ არა ნიკა მელია საპატიმროს ევროკავშირის გირაოს სანაცვლოდ - საბოლოო გადაწყვეტილებას ოპოზიციონერი ლიდერი დღეს გაასაჯაროვებს.
მელიას პოზიციის გასაგებად რუსთავის ციხესთან დილიდან მისი ადვოკატები მივიდნენ.
ჩვეულებრივი შეხვედრაა. რაც შეეხება ნიკას პოზიციას, ყველაფერი ცნობილია, ახალი არაფერია. დეტალებზე ვერ გესაუბრებით, შევხვდები და მერე მოგახსენებთ. რაღაცა მოლოდინები იქმნება აბსოლუტურად გაუგებარი, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე.
„ლელოს“ ლიდერები თვლიან, რომ ევროკავშირი გირაოს კრიმინალს არ გადაუხდის, შესაბამისად, ეს კიდევ ერთი დასტური იქნება მათი მხრიდან, რომ ნიკა მელია პოლიტპატიმარია.