უშიშროების სამსახურს ყველა გარემოების გარკვევა დაევალა - ზელენსკი ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე

18.01.23 14:57
უშიშროების სამსახურს ყველა გარემოების გარკვევა დაევალა - ზელენსკი ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ბროვარიში ვერტმფრენი ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. 

ენით აღუწერელი ტკივილია - დაწერა ცოტა ხნის წინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ. პრეზიდენტმა შიშროების სამსახურს ყველა გარემოების გარკვევა დაავალა.

უკრაინის უშიშროების სამსახურს, უკრაინის ეროვნულ პოლიციასთან და სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობით დავავალე, მომხდარის ყველა გარემოების გარკვევა.

ვუსამძიმრებ დაღუპულთა ყველა ოჯახს და მეგობრებს! დენის, ევგენი, იური, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი... უკრაინის ნამდვილი პატრიოტები. მშვიდად განისვენეთ. მშვიდად განისვენოს ყველამ, ვისი სიცოცხლეც შეეწირა ამ შავ დილას. 

მსგავსი სიახლეები