ქართველი მებრძოლების დასაცავად პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება შეიტანეს - რას იზამს "ოცნება"
ტესტი "ქართული ოცნებისთვის" - ამ წუთებში ორგანიზაცია "დემოკრატიის მცველებს" ქართველი მებრძოლების დასაცავად პარლამენტში საკნონმდებლო წინადადება შეაქვთ. ინიციტივა უკრაინაში მებრძოლ იმ ქართველ მეომრებს ეხებათ, ვისაც ხლეისუფლება საქართვლოს მოქლაქეობის ჩამორთმევით დაემუქრა.
გიორგი მშვენიერაძის განმარტებით, საქაქრთველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონი ინტერპრეტაციას საშუალებას იძლევა და არსებობს რისკი, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უკრაინაში მებრძოლ ქართელებს მოქალაქეობა რეალურად ჩამოართვას.
ადვოკატის თქმით, მნიშვნელოვანია კანონში ცვლილება შევიდეს, რათა აღნიშნული რისკი აღარ არსებობდეს.
სამწუხაროდ, ჩვენ გასული თის დეკემბერში საქართველოს პარლამენტში მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ განცხადებები, რომ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეობის გარეშე დარჩნენ და ისინი ამ განცხადების გაკეტების დროს აპელირებდნენ საქარტელოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონზე, რომელშიც არსებული ჩანაწერი ორაზროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და ქმნის რეალურ საფრთხეს იმის, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შესაძლოა მართლაც საქართველოს მოქალაქეებს, ეს არის ათასობით ადამიანი, ხვალ მოქალაქეობა სეუწყვიტოს. ეს ინიციატივა სწორედ იმას ეხება, რომ გამოირიცხოს კანონიდან შესაძლეობლობა, რომ საქართველოსყველა ის მოქალაქე, რომელიც 2014 წლიდან უკრაინის დეოკუპაციამდე იბრძვის ან იბრძოლეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, მოქალაქეობის შეწყვეტა ამ საფუძლით გახდეს შეუძლებელი, - თქვა ადვოკატმა.
გიორგი მშვენიერაძის ინიციატივას "ქართულ ოცნებაში" უკვე გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ დოკუმენტი შესწავლას საჭიროებს.