3 მილიონი ავტომობილებში - ეკონომიკური კრიზისის ფონზე შსს ძვირადღირებულ პიკაპებს ყიდულობს

04.05.21 11:20
3 მილიონი ავტომობილებში - ეკონომიკური კრიზისის ფონზე  შსს ძვირადღირებულ პიკაპებს ყიდულობს

 3 მილიონი ავტომობილებში - ეკონომიკური კრიზისის ფონზე მთავრობა ძვირადღირებულ პიკაპებს ყიდულობს.  30 ავტომობილები ამჯერად დაცვის პოლიციისთვის არის განკუთვნილი. შსს-ს მოთხოვნით,  ჯიპები მინიმუმ 2020 წლის გამოშვების უნდა იყოს. 

პანდემიის ფონზე, როდესაც ხელისუფლება ვალს-ვალზე იღებს, ქვეყნის ბიუჯეტიდან ამ რაოდენობის თანხის გახარჯვა კორუფციის მკვლევარებს კითხვნებს ნიშნებს უჩენს. 

სულ რამდენიმე კვირის წინ შსს-მ შეიძინა 60 პიკაპი, რომელშიც 5 მილიონი გადაიხადა. ახლა კვლავ ყიდულობს დაცვის პოლიცია და ახლა 2 მილიონ 900 ათასს ვიხდით. დასაბუთება არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ოპერატიული მიზნებისთვის სჭირდებათ. გასაგებია, რომ უნდა ჰყავდეთ ავტომობილები, კარგი ავტომობილები უნდა ჰყავდეთ, რომ წესრიგი დაიცვან, მაგრამ წესრიგის დაცვაშიც პრობლემები გვაქვს. კრიმინალური მდგომარეობა გაუარესებულია, - აცხადებს კორუფციის მკვლევარი, ბესიკ დონაძე.

ავტომობილების შესაძენად ტენდერი ხვალ გამოცხადდება და ის ორი დღე გაგრძელდება.  არსებული ინფორმაციით, შსს ავტოპარკს ყოველწლიურად აახლებს. 
 

მსგავსი სიახლეები