"ოცნების" იერიში Factcheck-ზე - პაპუაშვილი ორგანიზაციას "ევროპულ საქართველოსთან" აიგივებს

04.05.21 12:00
"ოცნების" იერიში Factcheck-ზე - პაპუაშვილი ორგანიზაციას "ევროპულ საქართველოსთან" აიგივებს

შალვა პაპუაშვილის თავდასხმა ორგანიზაცია Factchek-ზე - "ოცნების" დეპუტატი დამოუკიდებელ ორგანიზაციას "ევროპულ საქართველოსთან" აიგივებს. ამის შესახებ პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილის თქმით, ორგანიზაცია მიკერძოებულია. 

ორი თვის წინ მივმართე Factcheck.ge-ს, გადაემოწმებინა "ევროპული საქართველოს" ცნობილი ცხრილი. საქმე ეხება აბსოლუტურად გამოგონილი რიცხვების კიდევ უფრო დაუჯერებელ მანიპულაციას, რომლითაც "ევროპული საქართველო" დღემდე, არჩევნების შედეგებს გაყალბებულად აცხადებს.
ყველა სიტყვის სისწორეზე მოდარაჯე factcheck.ge "ევროპული საქართველოს" ამ ცხრილს არჩევნებიდან ოთხი თვის თავზეც რატომღაც, ჯიუტად არ იმჩნევდა"
, - წერს პაპუაშვილი.

 

 

 

პაპუაშვილის განცხადებას  "ევროპულ საქართველოში" გამოეხმაურნენ. სერგი კაპანაძე ამბობს, რომ თავდაპირველად 2012 წელს Factcheck მართლაც დააფუძნეს, თუმცა მას შემდეგ არანაირი შეხება არ ჰქონია. 

სამარცხვინო თავდასხმაა, ნამდვილად  ბევრი წლის წინ შევქმენით 2012 წელს. თუმცა, შემდეგ შეხება არ მქონია და სრულიად დამოუკიდებლები არიან. "ქართული ოცნების" სტილია ეს, რომ ორგანიზაციას ჩირქი უნდა მოსცხოს, მათთვის ყველა, ვინც არ ეთანხმება, მიუღებელია, არის მტერი, ეს არის ივანიშვილის სტილი, რომელიც მან დაამკიდრა ავტორიტარული მმართველობის დროს, ეს არის ჩვეულებრივი რამ", - ამბობს სერგი კაპანაძე.