შტურმი CNN-ზე და ევროკომისიის უმაღლეს წარმომადგენლეზე - "ოცნებამ" ცეცხლი მსოფლიო მედია გიგანტს გაუხსნა

19.01.23 20:14
შტურმი CNN-ზე და ევროკომისიის უმაღლეს წარმომადგენლეზე - "ოცნებამ" ცეცხლი მსოფლიო მედია გიგანტს გაუხსნა

"ქართული ოცნება" მედიის მსოფლიო ფლაგმანის წინააღმდეგ. მმართველი გუნდი CNN-ს ტყუილი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშულებს. ამერიკის წამყვანი ტელევიზია "ოცნების" სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და   CNN-ის ეთერიდან დაანონსებულ სანქციებს ხელისუფლების ისტერიკა მოჰყვა. ცეცხლი მსოფლიო მედია გიგანტს და პირადად პლანეტის ერთ-ერთ გავლენიან ჟუნალისტს კრისტიან ამანპურს ირაკლი კობახიძემ გაუხსნა. ამანპური  ის ჟურნალისტია, რომელიც მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ათწლეულებია აშუქებს, მათ შორის თბილისის სამოქალაქო ომის დროსაც, როდესაც ჟურნალისტმა ინტერვიუ ზვიად გამსახურდიასთან ჩაწერა.  

"ჭორებს აყოლილი" - ასე მოიხსენიეს დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროკომისიის პრეზდენტი, რომელსაც გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში.  ურსულა ფონ დერ ლაიენმა CNN-ის ეთერში დაანონსა, რომ ყველა ის ქვეყანა, რომელიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება თავად გახდება სანქციების ობიექტი. რას ნიშნავს შტურმი ამერიკულ მედიაზე და ევროკომისიის უმაღლეს წარმომადგენლეზე.  

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ამ განცხადებების შემდეგ  ქვეყნის შანსი, რომ ევროპული  ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს, კიდევ უფრო შემცირდა.

"ოცნების" და მოსკოვის ურთიერთობებზე განცხადებას აკეთებს პოლონეთის სეიმის ვიცე სპიკერიც.

დეტალები იხილეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები