დიდი არეულობა ენმ-ში - არჩევნებამდე ათი დღით ადრე პარტიაში შიდა დაპირისპირება პიკს აღწევს

19.01.23 20:18
დიდი არეულობა ენმ-ში - არჩევნებამდე ათი დღით ადრე პარტიაში შიდა დაპირისპირება პიკს აღწევს

დიდი არეულობა "ნაციონალურ მოძრაობაში". არჩევნებამდე ათი დღით ადრე შიდა დაპირისპირება პარტიაში პიკს აღწევს. პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ადასტურებს, რომ დავით კეზერაშვილი მისი თანამდებობიდან გაშვებას ითხოვდა. კობა ნაყოფია დეტალურად იხსენებს კეზერაშვილთან და მერაბიშვილთან კომუნიკაციის თარიღებს და აცხადებს, რომ ახლა ისინი პარტიაში არაფორმალური გავლენების გაძლერებას ცდილობენ. ნაყოფია ადასტურებს, რომ ლევან ხაბეიშვილის უკან სწორედ ყოფილი ძალოვანები დგანან. 

არეულობაა რეგიონალურ ორგანიზაციებშიც. ამჯერად დაპირისპირების ეპიცენტრი აჭარის ორგანიზაციაა, სადაც თანაგუნდელები ერთმანეთს უმძიმეს ბრალდებებს უყენებენ. აჭარაშიც უთანხმოების მთავარი მიზეზი ვანო მერაბიშვილის გავლენებია. ამჯერად საჯაროდ საუბარი მირდატ ქადამაძემ გადაწყვიტა, რომელმაც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან შეთავაზება მიიღო. მიიღებ ყველაფერს,  რაც შეიძლება და რაც არ შეიძლება - ეს იყო მერაბიშვილის წინადადება ხაბეიშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ.

რა მოხდება არჩევნების შემდეგ? დგას თუ არა პარტია დაშლის ზღვარზე? - ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები