65 სართულიანი კოშკები გმირთა მოედანზე - თბილისში ყველაზე მაღალი შენობა ივანიშვილის ცათამბჯენი იქნება
თბილისში ყველაზე მაღალი შენობა ივანიშვილის ცათამბჯენი იქნება. დედაქალაქის შუაგულში ბიძინა ივანიშვილი ორ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს, რომელიც თბილისისთვის ნამდვილი განაჩენი იქნება.
200 მეტრი სიმაღლის 65 სართულიანი კომპლექსი, ჯამში გმირთა მოედანზე, ოლიგარქის მშენებლობები 155 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე განთავსდება.
პრემიუმ კლასის აპარტამენტებს დედაქალაქის ცენტრში ოლიგარქი გაყიდის და ამით მის მილიარდებს კიდევ ბევრი ფული დაემატება. არ არის გამორიცხული, ივანიშვილმა ბინები რუსეთის მოქალაქეებზე გაყიდოს, რომელთა რიცხვიც ჩვენს ქვეყანაში ყოველდღე იზრდება და რომლებიც საქართველოს დედაქალაქში ხშირ შემთხვევაში სწორედ ძვირადღირებულ პრემიუმ კლასის აპარტამენტებს იძებენ.
დეტალები ნახეთ, გიორგი ხუხიას რეპორტაჟში.