საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის გადამწყვეტი სასამართლო პროცესი იწყება

20.01.23 11:09
საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის გადამწყვეტი სასამართლო პროცესი იწყება

მოვლენების ეპიცენტრში თბილისის საქალაქო სასამართლოა, სადაც მიხეილ სააკაშვილის რიგით მერვე გადამწყვეტი სასამართლო პროცესი იწყება.  მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების მოთხოვნოთ ჩანიშნულ სხდომაზე დღეს ცენტრ "ემპათიის"  ექსპერტები გამოიკითხებიან. კითვებს პასუხებს ნევროლოგი და ფსიქიატრი გასცემენ.

ასევე დაგეგმილია კლინიკა "ვივა-მედის" ექთნების გამოკითხვაც. 

დაიკითხებიან „ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტიზაში მონაწილე ექსპერტები, ბატონი ოთარ თოიძე დაიკითხება, ბერულავა დაიკითხება. გარდა ამისა, კიდევ შევეცდებით ერთი ექსპერტი დაიკითხოს და დამატებით „ვივა-მედის“ ერთ-ერთი ექთანი, ქალბატონი ნონა პატიაშვილი, რომელიც მისი მომვლელი ექთანია და სასამართლოს მოახსენებს, რა მდგომარეობაა, - ამბობს სააკშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.

ინტერესების დამცველის თქმით, მიხეილ სააკაშილს პროცესზე დასწრება სურს. 

სააკაშვილს სურვილი აქვს დასწრების, ვნახოთ, მოხდება თუ არა მისი გადმოყვანა. მე წინა პროცესზე გადავეცი მოსამართლეს სააკაშვილის განცხადება და ჩემი შუამდგომლობა, რომ დღევანედლ პროცესზე მოყვანილი იქნეს სააკაშვილი, დისტანციურად არ ჩაერთვება, - თქვა ადვოკატმა. 
 

მსგავსი სიახლეები