გონება დავკარგე და დავეცი, სასამართლოზე ჩართვას ვერ შევძლებ - მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ვერც დღეს ვერ ჩაერთვება. მესამე პრეზიდენტი ცუდად არის, რადგან მან გუშინ გონება დაკარგა.
"ჩართვასაც ვერ შევძლებ, გუშინ ღამეგონება დავკარგე და დავეცი" - ეს სიტყვები საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, რომელიც სასამართლო პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძემ წაიკითხა.
ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ექიმი ოთარ თოიძე იკითხება.