ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო - პრეზიდენტი

20.01.23 12:04
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო - პრეზიდენტი

საგარეჯოშ მომხდარი ტრაგედიის გამო საქართელოს პრეზიდენტი დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს უსამძიმრებს. ამის შესახებ პოტს სალომე ზურაბიშvილი  სოციალურ ქსელში ავრცელებს.

პრეზიდენტი პოლიციელის დაღუპვის გამო სამძიმარს უცხადებს შსს-საც. 

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, ვუსამძიმრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ღირსეული პოლიციელის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა პროფესიული მოვალეობის შესრულებას, საქართველოსთვის სამსახურს.
თავდასხმის შედეგად დაჭრილებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, - წერს პრეზიდენტი. 

საზარელი შემთხვევა საგარეჯოში დაახლოებით დილის 03:00 საათზე მოხდა.  ყოფილი სამხედრო საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საბოლოოდ კი, ნოდარ ათუაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.  

მსგავსი სიახლეები