"მსგავსი შემთხვევების სპროცენტიანი პრევენცია არ არსებობს" - მათიკაშვილი საგარეჯოს ტრაგედიაზე

20.01.23 13:32
"მსგავსი შემთხვევების სპროცენტიანი პრევენცია არ არსებობს" - მათიკაშვილი საგარეჯოს ტრაგედიაზე

"ქართული ოცნების" წევრი დავით მათიკაშვილი ირწმუნება, რომ საგარეჯოს მსგავსი ტრაგედიების ასპროცენტია პრევენცია სახელმწიფოს მხრიდან არ არსებობს.

სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლის თქმით, "რაიდკალურმა" ოპოზიციამ ფაქტით მანიპულაციისგან თავი უნდა შეიკავოს. 

საკმაოდ მძიმე ფაქტია და სამწუხაროდ, ასეთი მძიმე ფაქტებისგან დაზღვეული არ არის არცერთი ქვეყანა. ყველაზე სწორი და მნიშვნელოვანი არის აქ მხარდაჭერა გამოვხატოთ და გამოვთქვათ, ყველანაირად გვერდში დავუდგეთ იმ პირებს, ვისაც მხარდაჭერა სჭირდება, რა თქმა უნდა და  აქვე მოვუწოდო ყველა მხარეს, განსაკუთრებით რადიკალურ ოპოზიციას, რომ ასეთი ფაქტებით მანიპულირების რესურსი ნამდვილად არ არსებობს. აბსოლუტურ ასპროცენტიანი პრევენცია და აღკვეთა ისე, რომ რაღაც საკანონმდებლო სისტემაში შექმნა და ამით შენ ნულამდე დაიყვანო რისკი, რომ რაღაც მსგავსი პრობლემა მოხდეს, სამწუხაროდ, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში ასეთი რამ არ ხდება. როდესაც ასეთი პრობლემები აქვს ადამიანს, რა თქმა უნდა, ინიცირება მისი მხრიდან უნდა მოხდეს, მიაკითხოს ჯანდაცვის სისტემას და ჯანდაცვის სისტემა ადექვატურ პასუხს სცემს, რა თქმა უნდა, ასეთ პრობლემებს, მაგრამ თუკი არ ხდება მიმართვა, არ ხდება დაინტერესება ამ საკითხით, ძალიან ძნელია ყველა ასეთ მოვლენას სათანადო მყისიერი რეაგირება ჰქონდეს სახელმწიფოს მხრიდან, - ამბობს მათიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საზარელი შემთხვევა საგარეჯოში შუაღამეს მოხდა.  ყოფილი სამხედრო საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ 5 ადამიანი. 

საბოლოოდ ნოდარ ათუაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ადგილზე საგამოძებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

 

მსგავსი სიახლეები