"ოცნება" რუსეთთან ფრენების აღდგენას აღტკინებით ხვდება - მიხეილ დაუშვილი
"ოცნება" ევროინტეგრაციის კუთხით არაფერს აკეთებს, სამაგიეროდ, რუსეთთან ფრენების აღდგენას აღტკინებით ხვდება, - ამის შესახებ "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილის აცხადებს.
ოპოზიციის წევრი მიიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, რუსეთიდან მომდინარე რისკების დასასზღვევად, სავიზო რეჟიმი გამკაცრდეს.
მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ვინმე ფეხით შემოვა, მანქანით თუ სხვა საშუალებით, მნიშვნელოვანი არის ის, რომ არსებობდეს კონკრეტული და მკაცრი სავიზო რეჟიმი იმ უსაფრთხოების რისკების დასაზღვევად, რომელიც რუსეთისგან მომდინარეობს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რომ დიდი ბედნიერებით ხვდებიან ამ ყველაფერს, საინტერესო საკითხია ის, რომ რას აკეთებენ ევროინტეგრაციის კუთხით , რომ არაფერს აკეთებენ და ამ დროს როგორი აღტკინებით ხვდებიან ფრენების აღდგენას, - ამბოლბს დაუშვილი.