თუ ლარსზე შეიძლება მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება თვითმფრინავმა იფრინოს - "ოცნება" რუსეთთან ფრენების აღდგენაზე

20.01.23 13:53
თუ ლარსზე შეიძლება მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება თვითმფრინავმა იფრინოს - "ოცნება" რუსეთთან ფრენების აღდგენაზე

"ქართული ოცნება" რუსეთთან ფრენების აღდგენას მიესალმება. მმართველ პარტიის წევრი მიხეილ საჯველაძე ამბობს, რომ რუსეთში ბევრი საქართველოს მოქალაქეა და მათ სერიოზული პრობლემების გავლა უწევთ, რათა ქვეყანასთან კავშირი შეინარჩუნონ.

ამიტომ, სარჯველაძის თქმით, თუ ლარსზე შეიძლება მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება თვითმფრინავმა იფრინოს.

"როდესაც საუბარია ზოგადად ფრენების აღდგენა-არაღდგენაზე, თავისთავად რაციონალურად ეს ცუდი გადაწყვეტილება არ იქნება საქართველოსთვის და რუსეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც იმისთვის, რომ საქართველოსთან კავშირი შეინარჩუნონ, უწევთ სერიოზული პრობლემების გადალახვა. თუ ლარსზე შეიძლება მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება თვითმფრინავმა იფრინოს, ეს გაურკვეველი მგონია. ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე, სადაც კი შესაძლებლობა არსებობდა, რომ ამის პოზიციონირება მოეხდინა, ყველგან ასეთი პოზიციონირებაა დაფიქსირებული. ამიტომ კითვხის დასმა ამ შემთხვევაში, ვის მხარეს არის საქართველო, უსაგნო და არასწორია",- თქვა სარჯველაძემ.

თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი საჰაერო კავშირების აღდგენის განზრახვა და "ქართული ოცნების" პოზიცია უკრაინის საგარეო სამინისტრომ პრორუსულად შეაფასა. ომში მყოფი ქვეყნის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ურთიერთობის ნორმალიზება რუსეთთან და ხელისუფლების რიტორიკა უკრაინასთან სტრატეგიულ თანამშრომლობას აზიანებს და საქართველოს ევროინტეგრაციას აფერხებს. 

მსგავსი სიახლეები