ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე - სააპელაციო სასამართლო განაჩენს 16 საათზე გამოაცხადებს

20.01.23 15:17
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე - სააპელაციო სასამართლო განაჩენს 16 საათზე გამოაცხადებს

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია სავარაუდოდ 16 საათზე  ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. უკვე წლებია, ,,ლელოს" ლიდერებსა და  ,,ტვ პირველის" დამფუძნებელს ფულის გათეთრებას ედავებიან, თუმცა, საქმეს კი არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული.

დაანონსებულ სხდომამდე ცოტა ხნით ადრე, ამერიკის ელჩმა, კელი დეგანმა, განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე ბევრი კითხვა დაგროვდა და მოსამართლემ შესაძლოა, გადაწყვეტილება ზეგავლენით მიიღოს.

 

მსგავსი სიახლეები