შეიძლება, მოხდეს ჩარევა - კელი დეგნანი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე

20.01.23 15:00
შეიძლება, მოხდეს ჩარევა - კელი დეგნანი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე

საქართველოში ამერიკის ელჩმა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე კომენტარი გააკეთა.
კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე ბევრი კითხვა დაგროვდა და მოსამართლემ შესაძლოა, გადაწყვეტილება ზეგავლენით მიიღოს.

ჯერ დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო, ეს საქმე გარკვეული პერიოდია, გრძელდება და იყო კითხვები ბრალდებებთან და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. 
როდესაც ჩნდება ასეთი კითხვები, ეს, რა თქმა უნდა, უარყოფითად მოქმედებს ნდობაზე სასამართლო სისტემის მიმართ. 
როდესაც  საზოგადოებას აქვს კითხვები  იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლემ შეიძლება, არ მიიღოს გადაწყვეტილება წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ან შეიძლება, იყოს ჩარევა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს უარყოფითად მოქმედებს მოსახლეობის ნდობაზე
- განაცხადა კელი დეგნანმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლო ხაზარაძე-ჯაფარიზე-წერეთლის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, 16 საათზე გამოაცხადებს. 

მსგავსი სიახლეები