ეს საკითხები საქართველომ და უკრაინამ კონფიდენციალურად განიხილონ - დეგნანი „ბუკის“ სისტემების გადაცემაზე

20.01.23 15:43
 ეს საკითხები საქართველომ და უკრაინამ კონფიდენციალურად განიხილონ - დეგნანი „ბუკის“ სისტემების გადაცემაზე

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ანდრეი კასიანოვის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, უკრაინამ საქართველოს ხელისუფლებას 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნების თხოვნით მიმართა.

დეგნანი ამბობს, რომ ეს საკითხი ორივე მხარემ, საქართველომ და უკრაინამ, კონფიდენციალურად უნდა განიხილონ. 

„ახლა არის ძალიან სენსიტიური დრო. რუსეთი აწარმოებს ომს იმისთვის, რომ უკრაინას წაართვას სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა პარტნიორსა და მოკავშირეს, გადახედონ, რისი გაკეთება შეუძლიათ უკრაინის დასახმარებლად. საქართველომ ბევრი რამ გააკეთა ჰუმანიტარულ სფეროში, საერთაშორისო ფორუმებში კენჭისყრებში მონაწილეობით. მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყანამ განსაზღვროს, რისი გაკეთება შეუძლია. ვფიქრობ, ყველა კარგად აცნობიერებს, რა სენსიტიურ მდგომარეობაში იმყოფება საქართველო, ვინაიდან მისი ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს არის კონტექსტი და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოსა და უკრაინას, განიხილონ ეს საკითხები კონფიდენციალურად“, - აღნიშნა ელჩმა.

მსგავსი სიახლეები