გამოძიება დაადგენს, რა იყო საგარეჯოში მომხდარი საზარელი მკვლელობის გამომწვევი მიზეზი - თავდაცვის მინისტრი

20.01.23 16:57
გამოძიება დაადგენს, რა იყო საგარეჯოში მომხდარი საზარელი მკვლელობის გამომწვევი მიზეზი - თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება და რამშტაინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას ესწრება, საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. მისი თქმით, გამოძიება დაადგენს, თუ რა იყო საგარეჯოში მომხდარი საზარელი მკვლელობის გამომწვევი მიზეზი.

„მინდა, საგარეჯოში დაღუპულების ოჯახებს მივუსამძიმრო. გამოძიება დაადგენს, თუ რა იყო მომხდარი საზარელი მკვლელობის გამომწვევი მიზეზი. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახის წევრებს და ასევე, დაშავებულებს ჯანმრთელობა ვუსურვო“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მსგავსი სიახლეები