გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით - რევაზ ჩომახიძე თბილისის მერიიდან გაუშვეს

04.05.21 13:38
გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით - რევაზ ჩომახიძე თბილისის მერიიდან გაუშვეს

ვეტერანი წყალბურთელი, რევაზ ჩომახიძე, თბილისის მერს პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს. ჩომახიძეს, რომელიც 5 წლის განმავლობაში მერიის თანამშრომელი და  კლუბ ,,თბილისის" ხელმძღვანელი იყო, დღეს ხელშეკრულება შეუწყვიტეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ოპოზიციის ინფორმაციით, გადაწყვეტილება თბილისის მერმა იმის შემდეგ მიიღო, რაც ვეტერანი წყალბურთელი ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი გახდა.

რაც აქტიურად ჩავები პოლიტიკურ პროცესებში, ამან გამოიწვია, ჩემი გათავისუფლება. ვწუხვარ, რომ ამ შენობაში და ქვეყანაში  გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით იღებენ - აცხადებს რევაზ ჩომახიძე. 

,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, აცხადებს, რომ კახი კალაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ჩომახიძე ,,ოცნების" მხარდამჭერი არ არის.

კალაძეს, როგორც ყოფილ სპორტსმენს, უნდა სცხვენოდეს, რომ ასე ექცევა დამსახურებულ სპორტსმენებს იმიტომ, რომ ,,ოცნების" მხარდამჭერი არ არის. ჩომახიძეზე უკეთესი წყალბურთელი ვინ გვყავს? - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

ჩომახიძე წყალბურთის ეროვნულ ნაკრებს 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. ბოლო პერიოდში კი მერიის დაქვემდებარებაში მყოფ წყალბურთის ახალგაზრდულ გუნდ ,,თბილისს" ედგა სათავეში.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები