რუსეთი საქართველოს უკრაინაზე მისი პოზიციისთვის ასაჩუქრებს - გახარიას მორიგი იერიში "ოცნებაზე"

20.01.23 17:57
რუსეთი საქართველოს უკრაინაზე მისი პოზიციისთვის ასაჩუქრებს - გახარიას მორიგი იერიში "ოცნებაზე"

გიორგი გახარიას მორიგი იერიში "ოცნებაზე" - ყოფილი პრემიერი ტვიტერზე წერს, რომ რუსეთი საქართველოს უკრაინაზე მისი პოზიციისთვის ასაჩუქრებს.

გახარიას თქმით, რუსეთი საქართველოს ყველა სახის თანამშრომლობის აღდგენას სთავაზობს.

რუსეთი ასაჩუქრებს საქართველოს უკრაინაზე მისი პოზიციისთვის და ივანიშვილის დეპუტატების განცხადების კვალდაკვალ, რომ ევროკავშირი და ნატო პანაცეა არ არის, სთავაზობს ყველა სახის თანამშრომლობის აღდგენას, დიპლომატიური ურთიერთობის ჩათვლით. ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ღალატი", - წერს გახარია. 

 

 

მსგავსი სიახლეები