მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი პროცესი დასრულდა
მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი დასრულდა. მხარეთა შეთანხმებით მომდევნო პროცესი 23 იანვარს, 14 საათზე, გაიმართება.
დღევანდელ პროცესზე ცენტრ ,,ემპათიას" ექსპერტები, მათ შორის, ნევროლოგი ოთარ თოიძე და ფსიქოლოგი გიორგი ბერულავა, გამოიკითხნენ.
ექსპერტებმა სასამართლო პროცეზე დაადასტურეს, რომ მიხეილ სააკაშვილს ისეთი დაავადებები სჭირს, რაც სასჯელისგან მისი გათავისუფლების საფუძველი უნდა გახდეს.