არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას - სალომე ზურაბიშვილის მორიგი იერიში ხელისუფლებაზე

20.01.23 19:08
არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას - სალომე ზურაბიშვილის მორიგი იერიში ხელისუფლებაზე

არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას - სალომე ზურაბიშვილი ,,ქართულ ოცნებას" ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში ადანაშაულებს.

დაახლოებით ერთ თვიანი დუმილი პრეზიდენტმა მთავრობაზე ისევ იერიშის მიტანით დაარღვია.   ზურაბიშვილისთვის გაუგებარია, რატომ უხარია ,,ოცნებას" ოკუპანტი ქვეყნის განზრახვა.  

ფრენების აღდგენის ნაცვლად, პრეზიდენტი მოუწოდებს მთავრობას,  ქვეყნის რეპუტაციაზე იმსჯელოს იმ დროს, როდესაც საქართველოს სანქციების გვერდის ავლაში ადანაშაულებენ.  

კრემლიდან  კი ამავდროულად მადლობებები და ივანიშვილის მთავრობის ქება -  დიდება არ წყდება. რუსეთში  პირდაპირ ფრენებთან ერთად დღეს უკვე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე დაიწყეს საუბარი. ავიამიმოსვლა, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაზრდა, ეკონომიკის განვითარება,  საკონსულოს გახსნა თბილისის ცენტრში- მოკლედ ოკუპანტ ქვეყანას  საქ-ოსთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს. ეს გეგმები კი როგორც ჩანს სრულ თანხვედრაშია ქაერთულ ოცნების მიზანთან.

ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.

 

 

მსგავსი სიახლეები