ევროკავშირის გირაოზე თანხმობის პროცედურა ბუნებაში არ არსებობს - ნიკა მელიას ადვოკატები

04.05.21 13:29
ევროკავშირის გირაოზე თანხმობის პროცედურა ბუნებაში არ არსებობს - ნიკა მელიას ადვოკატები

უფლებადაცველების შეხვედრა ნიკა მელიასთან დასრულდა. ადვოკატები აცხადებენ, ევროკავშირის გირაოს გადასახდელად ოპოზიციონერი ლიდერის თანხმობა საჭირო არ არის. გიორგი კონდახაშვილის თქმით, ხელისუფლება ნიკა მელიას  პატიმრობის გახანგრძლივებას ცდილობს.

ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, პრობლემაა ნიკა მელიას ციხეში ყოფნა, მაგრამ როგორც ჩანს, მათთვის უფრო დიდი პრობლემაა ნიკა მელიას თავისუფლებაზე ყოფნა, ამიტომაც ცდილობენ, რომ გაახანგრძლივონ ნიკა მელიას პატიმრობა. არაფერ შუაში არ არის ნიკა მელიას თანხმობა. თუკი ხელისუფლებას სურს, რომ დასრულდეს მისი პატიმრობა, მათ აქვთ სამართლებრივი არაერთი მექანიზმი, ნებისმიერ დროს შეუძლიათ, მიმართონ სასამართლოს, თავისუფლდება ამის შედეგად ნიკა მელია და შემდეგ დგება რამდენიმე დღიანი, ან კვირიანი ვადა გირაოს გადახდის, - ამბობს კონდახაშვილი.

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განმარტებით, თანხმობის პროცედურა ბუნებაში არ არსებობს და თუკი პროკურატურა სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართავს, ნიკა მელია გათავისუფლდება. 

ბუნებაში არ არსებობს თანხმობის პროცედურა, რომ ნიკა მელიას უნდა დათანხმდეს რამეს და ისე მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. პროკურატურას შეუძლია, ნებისმიერ დროს იშუამდგომლოს და ამ შემთხვევაში ორივე შტო, პროკურატურაც და სასამართლოც, არის ხელოისუფლების კონტროლის ქვეშ, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, - ამბობს საძაგლიშვილი.
 

მსგავსი სიახლეები