სააპელაციო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა დასრულდა

20.01.23 19:28
 სააპელაციო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა  დასრულდა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა დასრულდა. მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. განაჩენამდე ბოლო  სიტყვაში კი ბრალდებული პოლიტიკოსები კიდევ ერთხელ არწმუნებდნენ მოსამართლეს, რომ ეს არის თეთრი ძაფით  შეკერილი საქმე, რომელსაც არც დაზარალებული და არც მომჩივანი ჰყავს.

 მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დარწმუნებულები არიან, რომ მათთვის არარსებული დანაშაულის დამტკიცების ინტერესი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს აქვს, რომელმაც  ,,ლელოს" ლიდერებზე პოლიტიკური ანგარიშსწორება ამ ფორმით დაგეგმა.

რაც შეეხება საქმეში ავთანდილ წერეთლის  მონაწილეობას- ეს რომ ტელეკომპანია ,,პირველის" წინააღმდეგ დაგეგმილი კიდევ ერთი შტურმია, ეს ეჭვებს უკვე არავისთვის იწვევს. მათ შორის არც ამერიკის ელჩისთვის. კელი დეგნანმა დღეს პირდაპირ თქვა, რომ  მოსამართლემ შესაძლოა, გადაწყვეტილება ზეგავლენით მიიღოს.

უფრო ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.

 

 

მსგავსი სიახლეები