სააკაშვილს მხედველობა დაქვეითებული აქვს და შესაძლოა, დაბრმავდეს - ნევროლოგი ოთარ თოიძე

20.01.23 19:48
სააკაშვილს მხედველობა დაქვეითებული აქვს და შესაძლოა, დაბრმავდეს - ნევროლოგი ოთარ თოიძე

მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა,  ცალი თვალით დაბრმავდეს- ცენტრ ,,ემპათიას" ექსპერტი, ნევროლოგი ოთარ თოიძე, დღეს გამართულ პროცესზე მოსამართლეს უხსნიდა, რომ მესამე პრეზიდენტს მხედველობა უკვე დაქვეითებული  აქვს და არ არის გამორიცხული, საგანგაშო შედეგი მალე  დადგეს.  

ოთარ თოიძემ 6 ისეთი დაავადება ჩამოთვალა, რომელიც პატიმრის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების საფუძველია.

მედიკოსის ინფორმაციით, პრეზიდენტს  დაქვეითებული აქვს მგრძნობელობა კიდურებში და სერიოზული ნევროლოგიური დარღვევები გააჩნია. ხოლო თუ სააკაშვილს ციხეში დააბრუნებენ, ის მოკვდება.
დღეს სასჯელის გადავადების პროცესზე ქართველი  ექიმები გამოკითხეს. პაციენტმა მარტივი ფსიქოლოგიური ტესტიც ვერ ჩააბარა. დაქვეითებული აქვს  ფიქსაციის უნარი და ხანმოკლე მეხსიერება. უჭირს ფერების გარჩევა და ნათქვამის დამახსოვრება - ეს უკვე ფსიქოლოგის მიერ აღწერილი მდგომარეობაა.

 ცენტრ ,,ემპათიას" ექიმმა ფსიქიატრმა, გიორგი ბერულავამ, დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ის დიაგნოზი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს უცხოელმა ექსპერტებმა დაუსვეს.  წამება საკაშვილის შემთხვევაში კასკადური ხასიათის იყო - აცხადებდა პროცესზე ბერულავა, რომელმაც  თარიღების მიხედვით ჩამოთვალა, როდის ჰქონდა ადგილი პრეზიდენტის წამებას. 

უფრო ვრცლად იხილეთ სიუჟეტი. 

 

 

მსგავსი სიახლეები