რუსეთთან ფრენების აღდგენა კრემლის ჯილდოა, რომელიც მან ,,ოცნებას" ფლირტის გამო დაუწესა - ბერდია სიჭინავა
რუსეთთან ფრენების შესაძლო აღდგენა არის ის ჯილდო, რომელიც კრემლმა ,,ოცნებას" მასთან ფლირტის გამო დაუწესა - ამის შესახებ პარტიის ,,საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ, ,,ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
რუსეთთან ფრენების აღდგენა არის საქართველოს ხელისუფლების კრემლთან ფლირტისთვის დაწესებული ჯილდო, რას ფიქრობთ, ფრენების აღდგენის შესახებ განცხადებას ლავროვი საქართველოს მოქალაქეებისთვის აკეთებს?
დღეს ეს არის ჯილდო, რომელსაც იზოლიაციაში მოქცეული რუსეთი უწესებს თავის ვასალს, ,,ქართულ ოცნებას" .
დღეს რუსეთთან ფრენების აღდგენა საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დასაცავად კი არ კეთდება, ამას აქვს დღეს პოლიტიკური კონტექსტი.
,,ქართული ოცნება" პირდაპირი მნიშვნელობით ეფლირტავება რუსეთს და კრემლი მას უწესებს ჯილდოს - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.