ლავროვთან და პუტინთან ერთდა ივანიშვილი საქართველოს ევროპის კარს უკეტავს, არ შევეგუებით! - ნიკა მელია

20.01.23 22:01
ლავროვთან და პუტინთან ერთდა ივანიშვილი  საქართველოს ევროპის კარს უკეტავს, არ შევეგუებით! - ნიკა მელია

ლავროვთან და პუტინთან ერთდა ივანიშვილი  საქართველოს ევროპის კარს უკეტავს, არ შევეგუებით - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რუსეთთან ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხს აფასებს.

ნიკა მელიას განმარტებით, იმ ფონზე, როცა თავისუფალმა სამყარომ რუსეთის იზოლიაციაში მოაქცია, საქართველოს ხელისუფლება კრემლს სანქციებისგან თავის დაღწევაში ეხმარება, რასაც პარტია ,,ნაციონალური მოძრაობა" არ შეეგუება. 

როცა სრულად ცივილიზებული მსოფლიო რუსეთს სანქციების ქვეშ აქცევს და ეს არის პასუხი უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებულ ტერორისტულ ქმედებებზე, როცა მიმდინარეობს ისტორიული სამართლიანობის აღდგენის პროცესი და ყველაფერს თავის სახელი ერქმევა, როცა საქართველო გამართლდა მთელი სამყაროს წინაშე ისე, როგორც არასდროს, მაშინ, როცა 2008 წლსი აგრესიას თავისი სახელი ჰქვია და თავისუფალი სამყარო თანხმდება, რომ რუსეთის არსებობა უნდა დასრულდეს, ამ დროს რუსეთის ტერორისტული ხელისუფლება აქებს საქართველოს პრორუსულ მთავრობას კომუნიკაციის აღდგენისა და გაუმჯობესებისთვის.

შეგახსენებთ, ფრენები რუსეთმა მას შემდეგ გააუქმა, რაც ქართველმა ხალხმა გავრილოვსა და მის მოკავშირე საქართველოს ხელისუფლებას საკადრისი პასუხი გასცა.

ფრენების აკრძალვა კრემლისთვის იყო სანქცია საქართველოს მიმართ, ახლა კი დაიწყო საუბარი აღდგენაზე.

რითი დაიმსახურა  ამ ე.წ. სასჯელისგან გათავისუფლება საქართველომ? 

რუსეთს უხარია, როცა საქართველოში ,,ოცნების" ხელით კლავს თავისუფლებისთვის მებრძოლ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელმაც უარი თქვა რუსების მსახურებაზე. 

მაშინ, როცა რუსეთთან ფრენები იკრძალება ცივილიზებულ სამყაროში, როცა რუსებისთვის ხელსი ჩამორთმევა და სამთავრობო დონეზე მოლაპარაკება სირცხვილი გახდა, საქართველოს ხელისუფლება ამაყობს რუსეთთან ფრენების აღდგენით და ამას მოსახლეობის ინტერესით ხსნის. 

დღეს რუსული ოცნების ხელისუფლებას განაცხადა, რომ არ უერთდება ცივილიზებულ სამყაროს, პირიქით, ეწინააღმდეგება სანქციებს, რომელიც თავისუფალმა სამყარომ რუსეთს დაუწესა. 

ლავროვთან და პუტინთან ერთდა ივანიშვილი უკეტავს საქართველოს ევროპის კარს.

,,ნაციონალური მოძრაობის სახელით ვაცხადებ, რომ არ შევეგუებით რუსულ მთავრობას საქართველოში, თავისუფალ სამყაროსთან ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის - განაცხადა ნიკა მელიამ. 

 

მსგავსი სიახლეები