უქმე დღეები პარლამენტში - ამინისტიის კანონპროექტის მიღება ჭიანურდება

04.05.21 13:27
უქმე დღეები პარლამენტში - ამინისტიის კანონპროექტის მიღება ჭიანურდება

ხელისუფლების მიერ გამოცხადებული უქმე დღეების გამო საკანონმდებლო ორგანო ათი დღის განმავლობაში მუშაობას სრულად წყვეტს. დეპუტატები ვერც ამნისტიის კანონპროექტზე და ვერც სხვა საკითხებზე იმსჯელებენ. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ,,ოცნება" ხელოვნურ პოლიტიკურ კრიზისს ქმნის და ამნისტიის კანონპროეტზე მუშაობას მიზანმიმართულად აჭიანურებს.

"ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკი, ამბობს, რომ ნიკა მელიას გამოსვლა გირაოს საფუძველზეც შეუძლია.

ახალი თემაა მოგონილი, რომ თითქოს არ უნდა უმრავლესობას , რომ კანონი იყოს მიღებული ამნისტიის თაობაზე, არ არის ამის აუცილებლობა, გირაოს თემა უნდა გადაწყდეს, თუ უნდა გამოსვლა გირაოთი, უნდა გამოვიდეს და თავის დროზე ამნისტიის კანონი იქნება მიღებული, რომ ეს ფურცელის გადავშალოთ", - ამბობს ვოლსკი.

"ოცნების" დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი, მიიჩნევს, რომ უქმე დღეები დეპუტატების მუშაობას არ აფერხებს, ხოლო ამნისტიის კანონის მიღებას თავად ოპოზიცია აფერხებს. 

უქმე დღეები შეეხება სესიებს, კომიტეტებს, ბიუროს, მაგრამ არა პარლამენტის წევრს. შეუძლია, მოვიდეს და თავის სამუშაო კაბინეტში იმუშაობს. ხომ არ აფერხებს "ოცნება" ამნისტიის კანონის მიღებას- პირიქით არის, ჩვენ ადრეც გვინდოდა, თვითონ ოპოზიცია  იყო წინააღმდეგი. საერთოდ არ უნდოდათ ამ კანონის მიღება. ისეთი პირობა ჩადეს, იცით, რომ შეაფერხებს ამნისტიის კანონის მიღებას" - ამბობს მაჭარაშვილი.