საგარეჯოში სროლისას დაშავებულებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა, ერთი გუშინ გაეწერა - ექიმი

21.01.23 11:51
საგარეჯოში სროლისას დაშავებულებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა, ერთი გუშინ გაეწერა - ექიმი

საგარეჯოში მომხდარი სროლის დროს დაშავებულებიდან ერთ-ერთის აავადმყოფოდან გაეწერა.

ამის შესახებ "პირველებს" ექიმმა განუცხადა.

სამი ავადმყოფი აგრძელებს მკურნალობას. გუშინ ერთი დამაკმაყოფილებული მდგომარეობით გაეწერა. ორი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ქირურგიულ განყოფილებაში რჩებიან. პაციენტი რომელიც იყო მძიმე მდგომარეობაში და იყო მართვით სუნთქვაზე, შედარებით მაჩვენებლები დასტაბილურდა, მაგრამ მდგომარეობა რჩება კრიტიკულად", - ამბობს ექიმი.

შეგახსენებთ, რომ საზარელი შემთხვევა საგარეჯოში გუშნ, შუაღამეს მოხდა.  ყოფილი სამხედრო საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ 5 ადამიანი. 

საბოლოოდ, ნოდარ ათუაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები