რუსეთთან ფრენების აღდგენა ხომ არ არის საჩუქარი იმისთვის, რომ ჩვენ მტრის მხარეს ვართ? - მანჯგალაძე

21.01.23 12:12
რუსეთთან ფრენების აღდგენა ხომ არ არის საჩუქარი იმისთვის, რომ ჩვენ მტრის მხარეს ვართ? - მანჯგალაძე

სერგეი ლავროვის ქების შემდეგ ოპოზიციაში პირდაპირ ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" რუსეთიდან საჩუქარი მიიღო. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, პაატა მანჯგალაძე სხვამს კითხვას, ეს ს საჩუქარი იმისთვის ხომ არ არის, რომ საქართველო დასავლურ გეოპოლიტიკურ აღჩევანზე ამბობს უარს

ოპოზიციონერი პირდაპირ ამბობს, რომ როცა მტერი გაქებს, ეს შეიძლება მავნებლურად გაგიკეთოს, მაგრამ როდესაც შენ ამას იფერებ, ეს უკვე ღალატია.

ახლა რომ ამ ფრენებს აღდგენენ, ეს იმის სანაცვლოდ ხომ არ ხდება, რომ ჩვენ დასავლურ გეოპოლიტიკურ აღჩევანზე ვამბობთ უარს? ეს ხომ არ არის საჩუქარი იმისთვის, რომ ჩვენ ამ ცივილიზაციური დაპირისპირების დროს ვართ არა ცივილიზებულ მსოფლიოსთან, არამედ მტრის მხარეს. როცა მტერი გაქებს, ეს შეიძლება მავნებლურად გაგიკეთოს, მაგრამ როდესაც შენ ამას იფერებ, ამ ქება-დიდებას და აქედან ქებას უთვლი, ეს უკვე ღალატია", - ამბობს პაატა მანჯგალაძე. 

ფრენებთან დაკავშირებით გუშინ კომენტარი გააკეთა კელი დეგნანმაც, რომელმაც განაცხადა, რომ უმჯობესი იქნება თუ მაგალითად საქართველოს ხელისუფლება რუსეთს ჯარების გაყვანაზე დაელაპარაკება და არა ფრენებზე მოსკოვში.

ყველაფერს ემატებაა ერთთვიანი დუმილის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკაც "ქართულ ოცნებას". 

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან ფრენებს არ მიესალმება.

მსგავსი სიახლეები