მელია ურეკავს რეგიონებში საკრებულოს წევრებს და სთხოვს, მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ - ხაბეიშვილი

21.01.23 12:32
მელია ურეკავს რეგიონებში საკრებულოს წევრებს და სთხოვს, მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ - ხაბეიშვილი

კიდევ ერთი ახალი დღე და კიდევ ერთი ახალი დაპირისპირება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში". ამჯერად ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიას წინააღმდეგ. 

ხაბეიშვილი, ამტკიცებს რომ მელია რეგიონების საკრებულოებში რეკავს და პარტიის წევრებს მისი მხარდამჭერი ბრიფინგების ჩატარებას სთხოვს. თუ ხაბეიშვილს დავუჯერებთ, უხერხულ მდგომაროებაში პარტიის მოქმედმა თავმჯომარემ უკვე ორი რეგიონული ორგანიზაცია ჩააგდო.

ხაბეიშვილმა ეს განცხადება სოციალური ქსელით გაავრცელა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია და წერს, რომ განუკითხაობას წერტილს ზუსტად 10 დღეში დაუსვამს.

„მაქვს ინფორმაცია, რომ კიდევ, რამდენიმე რაიონში აპირებს მსგავსი ბრიფინგების გაკეთებას. კარგი იქნებოდა, მიშას სიცოცხლისთვისა და რუსული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა მოეთხოვა ასეთივე დაჟინებით, როგორც საკუთარი თავისთვის მხარდაჭერის გამოცხადებაა. უცნაურია, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, რას ამტკიცებს 63 რაიონიდან მაქსიმუმ 7-8 - ში ასეთი ბრიფინგებით, ვის აკვირვებს ან რას გვიმტკიცებს, ანუ, მისივე დაწერილი საკრებულოს სიებიდან რომ რამდენიმე მხარს უჭერს, ეს არის გასაოცარი?!

ჩემო ძვირფასებო, დაჰყევით და ნუ გაუწევთ წინააღმდეგობას.10 დღეში დამთავრდება ეს განუკითხაობა და რეალურ საქმეს მივხედავთ, რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, მიშას და ქვეყნის თავისუფლებისთვის“, - წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები