არ ვუერთდებით მანკიერ დაპირისპირებას, მოსმენებს, შუღლს - ზუგდიდის ენმ-ს ოფისი მხარს ნიკა მელიას უჭერს
ზუგდიდის "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი ნიკა მელიას მხარს უჭერს. საგანგებო განცხადება პარტიის წევრებმა დღეს გააკეთეს. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წევრებმა დღეს პირდაპირ თქვეს, რომ პარტიის გახლეჩვით უკმაყოფილოები არიან, არავის ანიჭებენ უპირატესობას, არავის იწუნებენ, პრეტენზიები არავისთან აქვთ, თუმცა მიაჩნიათ, რომ მელია პარტიას კარგად მართავს.
პარტიაში მიაჩნიათ, რომ არჩევნების შემდეგ საჭიროაა ერთობლივი ძალებით და ყოველგვარი შეთქმულების თეორიების გარეშე, მუშაობა ისევ ყველამ ერთად განაგრძოს.
მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ყველა კანდიდატის მიმართ, ჩვენ არანაირი პრეტენზია არცერთ კანდიდატთან არცერთ მიმართებაში არ გვაქვს. არანაირად არ ვუერთდებით მანკიერ დაპირისპირებას, მოსმენებს, შუღლს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ვალდებულება, მივიღოთ ჩვენი გადაწყვეტილება და კონკრეტულ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი. ჩვენ, ჩვენი ფრაქცია და ასევე ჩვენი გუნდი, პარტიული გუნდი, რომელიც აქ იმყოფება და ჩვენს ზურგს უკან დგას უამრავი ხალხი, მხარს ვუჭერთ ნიკა მელიას კანდიდატურას, რადგან მიგვაჩნია, რომ მოცემული სიტუაციიდან ის არის ყველაზე გამორჩეული და ღირსეული კანდიდატი". - აცხადებენ ზუგდიდის "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში.