21 000-ზე მეტი მოსწავლე იძულებულია სხვა სკოლის შენობაში ისწავლოს, 2000-ზე მეტ სკოლას არ ჰყავს დირექტორი - ნაცვლიშვილი
ქართულ განათლების სისტემაში არსებული ხარვეზები, რომელიც მოსწავლეების ინტერესებს აზიანებს - "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ამ დრომდე 2000-ზე მეტი სკოლა დირექტორის გარეშე ფუნქციონირებს, რასაც მოსწავლეების ინტერესები ეწირება.
ნაცვლიშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, დეტალურად გაიწეროს დირექტორების სერთიფიცირების კრიტირეიუმები და მათი დანიშვნის პროცესი მაქსიმალურად გამჭირვალედ წარიმართოს.
გარდა ამისა საგულისხმოა ერთი დეტალიც, როგორც ანა ნაცვლიშვილი ამბობს, თვეების განმავლობაში იწელება სხვადასხვა სკოლის რემონტიც, თუმცა განათლების სამინისტრო ხელშეკრულების დამრღვევ კომპანიებს ვადას მაინც უხანგძლივებს.
21 000 მოსწავლე საქართველოში ვერ მიდის საკუთარ სკოლაში და იძულებულია სხვა სკოლაში შეხიზნულმა გააგრძელოს სასწავლო პროცესი. 2000 სკოლას ამ დროისთვის არ ჰყავს დირექტორი, ეს სკოლები იმართება განათლების მინისტრის მიერ ერთპიროვნულად, გაურკვეველი ვადით, გაურკვეველ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შერჩეული დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებით, რომლებიც დანიშნეს და ნებისმიერ დროს შეიძლება ერთპიროვნულად მინისტრმა მოხსნას ისე, რომ არც დაასაბუთოს თავის დროზე რატომ დანიშნა ეს ადამიანები ასეთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე ან რატომ ათავისუფლებს მათ ამ პოზიციიდან. აქ არის ორი საკითხი, ერთი ეს არის სასკოლო შენობების რეაბილიტაცია, რომელიც არ ექვემდებარება კონტროლს და ზედამხედველობას. აქ შეიძლება იყოს კორუფციის რისკები და ჩანს ხარვეზიანი მართვის პროცესი და ასე შემდეგ. რაც შეეხება მეორე საკითხს, სკოლების პოლიტიზირება, ეს არ არის თემა, რომელიც ახლა მე გავხსენი, ამაზე საუბარია წლებია. განსაკუთრებით აქტუალური ეს საკითხი ხდება არცევნების დროს. ჩემს მიერ ოფიციალურად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩანს, რაზე დგას სკოლების პოლიტიზირება. ეს დგას დირექტორების არ დანიშვნის სისტემაზე. 2020 წელს ეს თემა იყო ძალიან ცხელი, მაშინ ფაქტობრივად ყველა დირექტორს ამოეწურა ხელშეკრულების ვადა. რომ გითხრათ როგორის სტატისტიკა, ეს არის შემაშფოთებელი. 2000 სკოლას არ ჰყავს დღეს კანონის განსაზღვრული წესით დანიშნული, არჩეული დირექტორი", - ამბობს ნაცვლიშვილი.