რუსეთთან ფრენების აღდგენაში პრობლემას ვერ ვხედავ, პირიქით, ეს კომფორტის შექმნაა - სარჯველაძე
მმართველი გუნდი რუსეთთან ფრენების აღდგენაში უკვე ორი დღეა პრობლემას ვერ ხედავს. მეტიც, მიხეილ სარჯველაე ამბობს, რომ ფრენების შესაძლებლობა მეტი კომფორტია საქართველოს მოქალაქეებისთვის.
მისი თქმით, ფრენებს, პრორუსულობის დამადასტურებელ არგუმენტად მხოლოდ ოპოზიცია ავითარებს.
ტექნიკურად ახალი არხის გახსნა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მაგალითად ქართველ მოსახლეობას, რომელიც დღეს ცხოვრობს რუსეთში, მოგზაურობს საქართველოში საკუთარი ოჯახების მოსანახულებლად, არა მაგალითად სომხეთის და აზერბაიჯანის გავლით, არამედ იმოგზაურონ პირდაპირ, ამაში მე პირადად ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ და პირიქით, ეს არის მეტი კომფორტის შექმნა ქართველი მოსახლეობისთვის. რაც შეეხება საკითხდ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინტერპრეტირებული იქნას, როგორც პრორუსულობის დამადასტურებელი არგუმენტი, ეს არამც და არამც სწორი არ არის. ეს მიუღებელი რიტორიკა, რომელსაც გვთავაზობს ოპოზიცია დღეს.