ზუგდიდის ენმ-ს ოფისში გაკეთებულ მელიას მხარდამჭერ განცხადებას ხაბეიშვილი წალენჯიხიდან პასუხობს

21.01.23 15:51
ზუგდიდის ენმ-ს ოფისში გაკეთებულ მელიას მხარდამჭერ განცხადებას ხაბეიშვილი წალენჯიხიდან პასუხობს

ზუგდიდის "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გაკეთებულ მელიას მხარდამჭერ განცხადებას, ცოტა ხნის წინ  ლევან ხაბეიშვილი წალენჯიხიდან გამოეხმაურა.

პარტაქტივთან შესახვედრად ჩასულ ხაბეიშვილს ზუგდიდის ერთობის არ სჯერა, რადგან, როგორც თავად ამტკიცებს, ბრიფინგს ზუგდიდის ორგანიზაციის ყველა წევრი არ ესწრებოდა, თითო-ოროლა კაცის მხარდაჭერა კი არაფერს ნიშნავს. როცა ლევან ხაბეიშვილი ამ განცხადებას აკეთებდა, მის გვერდით იდგა წალენჯიხის მერიც, თუმცა გიორგი ხარჩილავა ამტკიცებს, რომ ყველას მხარს უჭერს და არავისკენას. 

"50 ორგანიზაცია რომ მხარს არ გიჭერს და ამასობაში საკრებულოს წევრებს აიძულებ, შენი მხარდამჭერი განცხადება გააკეთონ, ცოტა არ იყოს და უსიამოვნოა. იქ მე ვერ დავინახე ზუგდიდის პარტიის თავმჯდომარე ანი წითლიძე, შესაბამისად, ის ვერ იქნება პარტიის პოზიცია ზუგდიდში. მესამე, მე ასევე ვიცი, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს პოლიტსაბჭოს წევრი ზუგდიდიდან, ზუგდიდის პარტიის დამფუძნებელი - კონჯარია, რომელიც ასევე არ იდგა იმ ბრიფინგზე. ეს ადამიანები არიან გადაწყვეტილების მიმღებნი და არა ორი-სამი დეპუტატი და საბოლოო ჯამში სამოცდასამიდან 7-8 ორგანიზაცია". - ამბობს ხაბეიშვილი.

მსგავსი სიახლეები