კომიკურია, თითქოს "ოცნებას" რუსეთში მცხოვრები ემიგრანტები ადარდებს - გეგელია ფრენებზე
"ლელოს" წევრის გრიგოლ გეგელიას თქმით, ვერსია, თითქოს "ოცნება" რუსეთთან ფრენებს ქართველი ემიგრანტებისთვის აღდგენს, კომიკურია.
გეგლია ამბობს, რომ სწორედ "ოცნების" ხელისუფლების დროს წავიდა ყველაზე მეტი ადამიანი საქაღთველოდან.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს ძალიან კარგად ის კონტექსტი, რომელშიც "ქართულმა ოცნებამ" ლავროვის პასუხად თქვა ის, რაც თქვა. ეს არის კონტესქტი, უკრაინის ომის კვალდაკვალ მთელი მსოფლიო ცდილობს, რუსეთი იზოლირებული იყოს. ასეთ დროს გარკვეული რევერანსების გაკეთება რუსეთის მისამართით ღალატობს საქართველოს სახლემწიფოს, ოფიციალურად დადგენილ კურსს. კომიკურია, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართულ ოცნებას" ადარდებს ქართული ემიგრაცია, მათ შორის რუსეთში მცხოვრები ემიგრანტები, რადგან ეს არის ხელისუფლება, რომლის დროსაც ყველაზე მეტი ადამიანი იქცა ემიგრანტად", - ამბობს გეგელია.