კომფორტს ვუქმნით ტერორისტულ ქვეყანას - ბაჩო დოლიძე რუსეთთან ფრენების აღდგენაზე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე რუსეთთან ფრენების აღდგენაზე ამბობს, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ტერორისტულ ქვეყანას კომფორტს უქმნის.
სწორად უნდა შევაფასოთ, რა ტერორისტულ ქვეყანას ვუმარტივებთ ცხოვრებას, მეტი არაფერი. კომფორტს ვუქმნით ტერორისტულ ქვეყანას, რომელიც დღეს, ყოველდღიურად მშვიდობიან მოქალაქეებს კლავს მეზობელ ყვეყანაში. სულ ტყუილად ეცდება ხელისუფლება ამოეფაროს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ", - ამბობს დოლიძე.