დიდი პრორუსული შეკრება მცხეთაში - ადგილზე ალტ-ინფოს წევრები არიან

21.01.23 17:02
დიდი პრორუსული შეკრება მცხეთაში - ადგილზე ალტ-ინფოს წევრები არიან

დიდი პრორუსული შეკრება მცხეთაში. ქვეყნის ისტორიულ ქალაქში, ამ წუთებში,  ოკუპანტი ქვეყნის მხარდამჭერები საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბრობენ. 

კრემლიდან წამოსული ქება-დიდების შემდეგ, მოქმედებამ არ დააყოვნა. გავრილოვისა და ლავროვის ტკბილის სიტყვების მოსმენის შემდეგ, ახლა საქართველოში იმაზე მსჯერლობენ, როგორ გააღრმავონ სავაჭრო უერთიერთობები პუტინის კარზე.

სპეციალურად ამ დღისთვის, პრორუსულად განწყობილი დელეგაცია ბელარუსიდან,სომხეთ-აზერბაიჯანიდან მოიპატიჟეს და ყაზახეთიდან მოიპატიჟეს. ადგილზე არიან ალტ-ინფოს წევრები და ხელისუფლების პოლიტიკით კმაყოფილი ანალიტიკოსებიც.

კითხვების დასმას ჩვენი რეპორტიორი ცდილობდა, თუმცა სასტუმრო "ჯინო ველნესი" სრულად ბლოკირებულია.

ყველა შესასველთან პრორუსულად განწყობილი ახალგაზრდები დგანან.

"დახურული კონფერენციაა, შინაარს და სტუმრებს ვერ ვიტყვით. შეგიძლიათ ალტ-ინფოს პრესსამსახურს დაუკავშირდეთ", - ამბობენ სასტუმროს შესასვლელში.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები