"შუშის ჟირაფები" - რას აშენებს ბიძინა ივანიშვილი ლაგუნა ვერეზე?

21.01.23 18:30
"შუშის ჟირაფები" - რას აშენებს ბიძინა ივანიშვილი ლაგუნა ვერეზე?

რას აშენებს ბიძინა ივანიშვილი ლაგუნა ვერეზე - "ნოდარ მელაძის შაბათის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 2022 წლის ბოლო სამუშაო დღეს, 30 დეკემბერს, 20:46 საათზე თბილისის მერიაში, შევიდა განაცხადი, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ ოლიგარქი,  დედაქალაქის შუაგულში მშენებლობის დაწყებას გეგმავდა.

ირკვევა, რომ მუნიციპალური სერვისების სააგენტოს პორტალზე შეტანილ განაცხადს დოკუმენტაცია თან არ დაურთეს, დამალეს. მხოლოდ ჩანაწერი გაჩნდა, რომ ივანიშვილს ლაგუნა ვერეს მიმდებარედ მშენებლობის დაწყება უნდოდა და ნებართვას ითხოვდა.

ივანიშვილის კუთვნილი კომპანიის სახელით, კალაძის უწყებაში, დოკუმენტები ჰაუს არტის დირექტორმა და მეწილემ დიმიტრი ვაჩნაძემ წარადგინა. ვაჩნაძეს ნოტარიული  მინდობილობა ერთი დღით ადრე, 29 დეკემბერს, ოლიგარქის დისშვილმა კახა კობიაშვილმა მისცა. 

ირკვევა, რომ გმირთა მოედანზე, საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა უნდა აღმართონ. შენობის სიმაღლე 200 მეტრი ექნება, მასზე მაღალი საქართველში მხოლოდ სატელევიზიო ანძა იქნება. 65 სართული, 1000 ბინა, 1000 ავტოსადგომი. 44500 კვადრატული მეტრი კომერციული ფართი და 4000 კვ.მ. საოფისე ფართი.  

საქართველოს ყველაზე მაღალი 2 შენობა, ბიძინა ივანიშვილის კომპანია "კოსტავა 69"-ის დაკვეთით, "ჰაუს არტმა" დააპროექტა. ეს იგივე კომპანიაა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის პანორამა თბილისის პროექტი შექმნა, აუშენა ოლიგარქს შეკვეთილის რეზიდენცია, სადაც ის დღემდე ცხოვრობს, დააპროექტა მილიარდერის სასტუმროები  აბასთუმანსა და შეკვეთილში, ასევე, ბიძინა ივანიშვილის ახალი ბიზნეს ცენტრი ერეკლე მეორეს მოედანზე.

"შაბათის ეთერის" მორიგი ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება  ვრცლად ნახეთ მაკა ჩიხლაძის რეპორტაჟში

 

მსგავსი სიახლეები