დიდი პოლიტიკური ცვლილებები იქნება ჯერ ენმ-ში და შემდეგ უკვე ქვეყანაში - მელიას გზავნილი
"დიდი პოლიტიკური ცვლილებები დადგება ახლა ჯერ პარტია ნაციონალურ მოძრაობაში და შემდეგ ფართო საზოგადოებრივ ერთობის ფორმატში დადგება უკვე ქვეყანაში"- ამის შესახებ ენმ-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ზუგდიდში ამომრჩეველთან შეხვედის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში ისაუბრა.
"ეს საარჩევნო პროცესი, რომელიც დაიწყო რბილად რომ ვთქვათ უადგილოდ, მიუღებელი ფორმებით და საერთო პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის ზიანის მიყენებით , მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა სულ რამდენიმე დღეში არჩევნები ჩატარება პარტია ნაციონალურ მოძრაობაში და რომლის შედეგები შემდეგ პროეცირდება მთელს ქვეყანაში დიდი პოლიტიკური ცვლილებები აუცილებლად დადგება ამ ქვეყანაში, " - ამბობს ნიკა მელია.