სად არის ახლა ირაკლი ალასანია? - გზა ოპოზიციის ლიდერობიდან სამშენებლო ბიზნესამდე
სად არის ახლა ირაკლი ალასანია? - ლიდერი, რომელიც დასავლეთის მთავარი დასაყრდენი იყო საქართველოში, რომელიც პრეზიდენტობისთვის ემზადებოდა და პრემიერ-მინისტრობის დიდი შანსი ჰქონდა.
"შაბათის ეთერმა" გაარკვია, როგორია, ირაკლი ალასანიას გზა ოპოზიციის ლიდერობიდან სამშენებლო ბიზნესამდე.
ირაკლი ალასანია ამბობს, რომ მისთვის პოლიტიკა საინტერესო არ არის და ქვეყანაში პირდაპირი ინვესტიციის შემოტანით არის დაკავებული. აშენებს კორპუსებს, სასტუმროებს და აპარტამენტებს. საცხოვრებელი კომპლექსი ლისის გზაზე, კინო ქალაქი აღმაშენებლის გამზირზე, მსოფლიო ბრენდის სასტუმრო იბისი ქუთაისის აეროპორტთან და მაღალი კლასის სასტუმრო ბათუმის ისტორიული ბანკის სალაროს შენობის ნაცვლად.
რატომ ჩაანაცვლა დეველოპერულმა ბიზნესმა მისი ინტერესი პოლიტიკის მიმართ? - არადა პოლიტიკიდან გასვლამდე 2016 წლის 22 მაისს ამბობდა, რომ ივანიშვილთან ბრძოლას არასდროს შეწყვეტდა თუნდაც ეს ციხის ფასი დაჯდომოდა.
ირაკლი ალასანია ახლა ბიძინა ივანიშვილზე აღარ ლაპარაკობს. არის თუ არა დღეს ივანიშვილის ოლიგარქიუული მმართველობა ქვეყნის მთავარი პრობლემა რაზეც ალასანიას თანამოზარეები დასავლეთიდან ხმამაღლა საუბრობენ მას ამ კითხვაზე ასეთი პასუხი აქვს ბიძინა ივანიშვილი " საერთოდ არ აინტერესებს".
ირაკლი ალასანია, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ხუთი კომპანიის დირექტორი და ერთის მეწილეა.
სად არის ირაკლი ალასანია - ყველა დეტალი ყოფილი მაღალჩინოსნის ბიზნესების შესახებ, ნახეთ ნატა ქაჯაიას რეპორტაჟში: