საგარეჯოს ტრაგედია - უახლესი ცნობები და კითხვები საქმის ირგვლივ

21.01.23 20:12
საგარეჯოს ტრაგედია - უახლესი ცნობები და კითხვები საქმის ირგვლივ

საგარეჯოს ტრაგედია - შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება, ყველა ვერსიაზე მუშაობენ "გარკვეული ვერსიები აქვთ", თუმცა მასზე ამ დრომდე არავინ საუბრობს. 

მოწმეებმა, კი რომლებმაც დღეს გამოძიებას ჩვენება მისცეს, ჟურნალისტებთან თქვეს, რომ ერთ-ერთი ვერსიით, ნოდარ ათუაშვილს კონფლიკტი ჰქონდა ერთ-ერთ მოკლულთან. 

ისინი მოტივს ვერ ასახელებენ და არც ის იციან ვისთან ჰქონდა დაპირისპირება ყოფილ ჯარისკაცს. 

არის კიდევ ერთი კითხვა - როგორ აღმოჩნდა დიდძალი შეიარაღება ყოფილი სამხედროს სახლში და ხომ არ წამოიღო ის ნოდარ ათუაშვილმა ვაზიანის სამხედრო ბაზიდან, როცა შეიარაღებული ძალები 2019 წელს დატოვა. პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, მიმდინარეობდა თუ არა გამოძიება საბრძოლო იარაღის შესაძლო დაკარგვასთან დაკავშირებით. 

 უახლესი ცნობები საგარეჯოდან - ნახეთ მარიამ გაფრინდაშვილის ჩართვა

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები