ქართველი ხალხი მობილიზებულია, მე გიჟური მხარდაჭერა მაქვს - მიხეილ სააკაშვილი

04.05.21 14:28
ქართველი ხალხი მობილიზებულია, მე გიჟური მხარდაჭერა მაქვს - მიხეილ სააკაშვილი

რუსეთისგან განსხვავებით, ქართველი ხალხი უფრო მობილიზებულია და მე გიჟური მხარდაჭერა მაქვს- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გერმანულ გამოცემა Deutsche Welle- ს განუცხადა. მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მისი პოლიტიკური გუნდი ოქტომბრის არჩევნებისთვის ემზადება.

 ნავალნის გმირად ვთვლი, მაგრამ ჯერ-ჯერობით მას ისეთი მხარდაჭერა არა აქვს, როგორც მე. 

რუსეთისგან განსხვავებით, ქართველი ხალხი უფრო მობილიზებულია და მე გიჟური მხარდაჭერა მაქვს.

საქართველოში ხელისუფლების ცვლილება ამ წელს აუცილებლად მოხდება, ,,ოცნებამ" არჩევნები მოიპარა, ჩაერივნენ ევროპელები, მიღწეულია შეთანხმება, რომელიც ცოტა შორსაა რეალობისგან, მაგრამ მე და ჩემი გუნდი ვემზადებით არჩევნებისთვის, რომელიც საქართველოში ოქტომბერში გაიმართება - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები